2011 წლის 26 მაისიდან 15 წელი გავიდა - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმიდან, რომლის დაწყებამდეც რამდენიმე საათით ადრე, საპროტესტო აქცია მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია და ძალის გამოყენებით დაშალა.
ასეულობით დაშავებული და 4 დაღუპული - მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგე სულიკო ასათიანი, რომლის ოჯახმაც ბრუტალური დარბევისა და ასათიანის მკვლელობის დეტალები "კურიერთან" საუბარში გაიხსენა.
"ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მკვლელი "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები დღეს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ.
პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ წარსულში "არსებობდა კონკრეტული დარღვევები", თუმცა ეს დღეს ხალხს პროტესტის უფლებას არ ართმევს.
"იქ არსებობდა კონკრეტული დარღვევები, რომელზეც საუბარი იყო წარსულში - კონკრეტული ფაქტები, რაც იყო, სამწუხარო ფაქტები იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 15 წლის შემდგომ ხალხმა უარი თქვას პროტესტზე," - აცხადებს ფავლენიშვილი.