28 ნოემბერი 2026,   01:06
ვრცლად
ბლაჟევიჩის გეგმის რეალურობა დადასტურდა - აქციაზე პროცესი ზუსტად ისე განვითარდა, უცხოელი კონსულტანტის გეგმით იყო გაწერილი

უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის გეგმის რეალურობა დადასტურდა - ღამით აქციაზე პროცესი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ეს "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, უცხოელი კონსულტანტის გეგმით იყო გაწერილი. ოპოზიციის ლიდერებმა ბლაჟევიჩის დავალებულ თემებზე ისაუბრეს და, მისივე დავალების მიხედვით, აქციის ბოლოს, საზაფხულო კამპანიის დაწყება დააანონსეს.

პარტია "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის თქმით, თავისუფლება და დამოუკიდებლობა "საქართველოს არ ემეტება დასაკარგავად", რის გამოც დაიწყო კამპანია "საქართველოს გულისთვის".

"არ გვემეტება თავისუფლება და დამოუკიდებლობა დასაკარგავად. სწორედ ამიტომ, დაიწყო თავისუფლების მოედანმა "საქართველოს გულისთვის" კამპანია და აქაც, თქვენ წინაშე მინდა დავდო კიდევ ერთხელ ეს პირობა და ავიღო ეს პასუხისმგებლობა, რომ მართლაც ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მივიტანთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამართლიანობის ნამდვილ, ჭეშმარიტ სიტყვას. ჩვენ მარტში ვიყავით იმერეთში, აპრილში ვიყავით აჭარაში, ახლა რამდენიმე დღეში მივდივართ კახეთში, ყველგან ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ მიტოვება საკუთარი ხალხის“, - აცხადებს პარტიის "თავისუფლების მოედანი" თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა და სთხოვა, Facebook-ზე სამსიტყვიანი პოსტი დაეწერათ - "საქართველო იმსახურებს უკეთესს". ვაშაძის თქმით, ეს გზავნილი მეორე ეტაპის სამობილიზაციო კამპანიის ძირითადი მესიჯი იქნება.

"მინდა, ერთი რამე გთხოვოთ, ტელეფონი ამოვიღოთ თუ შეიძლება. დავწეროთ სამი სიტყვა, Facebook-ზე, ძალიან მარტივად, ერთ პოსტად, რომელიც იქნება მეორე ეტაპის სამობილიზაციო კამპანიის ძირითადი გზავნილი ჩვენგან. ეს გზავნილი არის - "საქართველო იმსახურებს უკეთესს", "საქართველო იმსახურებს უკეთესს", "საქართველო იმსახურებს უკეთესს", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, "პრაიმ ტაიმმა" გუშინ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, თუ რას აპირებდა ოპოზიცია უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის მითითებებით.

დღის ამბები