18 ივნისი 2026,   08:57
ვრცლად
პოლიტიკური არეულობა ბოლივიაში - ძალოვნებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

შეტაკებებია ლა-პასში - ძალოვნებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მედიის შეფასებით, ახლა ბოლივიაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური არეულობა მიმდინარეობს. 

აქციების მონაწილეები მთავრობისგან ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. აპროტესტებენ დაბალ ხელფასებსა და ინფლაციას.

ამჟამად დედაქალაქში მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია, რამაც საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია.

დღის ამბები