18 ივნისი 2026,   08:58
ვრცლად
ნიუ-ჯერსის შტატში საპროტესტო აქციას სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა

ნიუ-ჯერსის შტატში საპროტესტო აქციას სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა. დემონსტრანტები ქალაქ ნიუარკში, მიგრანტთა დაკავების ცენტრში არსებულ პირობებს აპროტესტებდნენ, მათ დასაშლელად კი ძალოვანებმა წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალურმა აგენტებმა ადგილზე მისული სენატორის, ენდი კიმის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენეს, ხოლო შტატის გუბერნატორი, მაიკი შერილი, რომელიც ვითარების შემოწმებას ცდილობდა, შენობაში არ შეუშვეს.

მედიის ცნობით, მასშტაბური პროტესტის მიზეზი დაწესებულებაში არსებული არაჰუმანური პირობებია, მათ შორის გავრცელებული ცნობები უხარისხო საკვებისა და სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის შესახებ.

საიმიგრაციო ცენტრში მყოფი პირები ამჟამად შიმშილობას აცხადებენ.

დღის ამბები