28 ნოემბერი 2026,   03:00
ვრცლად
ოპოზიციამ უკვე რამდენიმე ბლაჟევიჩი გამოიცვალა - აგრესია არის ერთადერთი გზა და მექანიზმი, რომელიც მათ სამოქმედო პროგრამად აირჩიეს - გიორგი ვოლსკი

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ იგორ ბლაჟევიჩის გეგმა ამჯერადაც ჩავარდება და ოპოზიცია ვერ მოახერხებს რევოლუციური სცენარის განვითარებას. მათი შეფასებით, ახლა "ნაციონალური მოძრაობა" უცხოეთში დაწერილი სცენარით ცდილობს სადავეების ხელში ჩაგდებას, რაც, მათივე განმარტებით, არ გამოუვათ.

"რამდენიმე ბლაჟევიჩი გამოიცვალა უკვე ოპოზიციამ - როდესაც მხარდაჭერა არ აქვს იმ მოცულობის, რომელსაც თვითონ, რატომღაც, ელოდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ, აგრესია არის ერთადერთი გზა და მექანიზმი, რომელიც მათ აირჩიეს, როგორც სამოქმედო პროგრამა. სცენარი დიდი ხანია დაწერილია - ეს სცენარი არ გამართლდა, რევოლუცია არ მოხდა, მაგრამ ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, კვლავ ხელში აიღოს სადავეები და ამ ექსტრემისტულ მოძრაობას, ამ რევოლუციურ სცენარს ჩაუდგეს სათავეში," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ "პრაიმ ტაიმის" სტატიის მიხედვით, უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებაა. ამავე გეგმით, კონკრეტული სასაუბრო თემები პარტიებს შორის უკვე გადანაწილდა, აქციის ბოლოს კი საზაფხულო კამპანიის დაწყება უნდა გამოცხადებულიყო.

დღის ამბები