სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სომხეთსა და აშშ-ს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.
მხარეებმა ასევე გააფორმეს ჩარჩო შეთანხმება "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, ისევე როგორც ჩარჩო ურთიერთგაგების მემორანდუმი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და განვითარების სფეროში.
ხელმოწერის ცერემონია ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ერევანმა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე აიყვანა.
მარკო რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩავიდა.