04 აგვისტო 2026,   18:10
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ TB China-ს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო გამორჩეული სტატუსით არის წარმოდგენილი - ირაკლი ნადარეიშვილი

საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის ორ აეროპორტში, ცენტრალურ მოედნებზე - სულ 400-ამდე ლოკაციაზეა გამოფენილი.

გამოფენის გახსნამდე, საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-ამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ TB China-ს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო სწორედ გამორჩეული სტატუსით არის წარმოდგენილი.

"არის დაახლოებით 85 ქვეყანა წარმოდგენილი.
კერძო სექტორის თვალსაზრისით, ავიაკომპანიები, ტურისტული სააგენტოები, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლები. 10 ათასობით დამთვალიერებელი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სწორედ გამორჩეული სტატუსით არის წარმოდგენილი. თქვენ იცით რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და ინიციატივა განახორციელა, მათ შორის, პირდაპირი დაკავშირებადების თვალსაზრისით. მათ შორის, ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც ხორციელდება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

დღის ამბები