28 ნოემბერი 2026,   06:56
ვრცლად
ნიკა გვარამია საქართველოს შესახებ მორიგ დეზინფორმაციულ სტატიას ეხმაურება - საქართველო ირანული გავლენების შეკავებას ვერ ახერხებს

მორიგი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ.

ამჯერად The Washington Free Beacon წერს, რომ თბილისი თეირანს უახლოვდება. სტატია კვლავ გიორგი კანდელაკისა და ჯო უილსონის ნარატივებს ეფუძნება. სხვა ფაქტები და არგუმენტები პუბლიკაციაში მოყვანილი არ არის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ოპოზიციის ლობისტების მიერ კვლევითი ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაცია, კვლავ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.


The Washington Free Beacon-ის სტატიას, "ოპოზიციური ალიანის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი შეფასებით, საქართველო ირანული გავლენების კუთხით, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.

"სამწუხაროდ, საქართველო ვერ ახერხებს შეკავებას ირანული ინფილტრატებისა და ირანული გავლენების ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, კვლევაში მე ისიც ვნახე, რომ არამხოლოდ ვერ, არამედ რიგ შემთხვევებში არ ახერხებს ან შეგნებულად აკეთებს ამას. ეს ძალიან სერიოზული გამოძიების და პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

 

დღის ამბები