18 ივნისი 2026,   10:12
ვრცლად
ირანი აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების ფარგლებში ბევრ საკითხზე პროგრესს მიაღწია, თუმცა შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის - Cbs News

ირანმა განაცხადა, რომ თეირანმა და ვაშინგტონმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, მრავალ საკითხზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა განმარტა, რომ შეთანხმების მიღწევა გარდაუვალი არ არის. ინფორმაციას Cbs News-ი ავრცელებს.

"თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ განხილული საკითხების მნიშვნელოვან ნაწილზე შეთანხმებას მივაღწიეთ. მაგრამ, ვერავინ იტყვის, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება მალე გაფორმდება," - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ პრესკონფერენციაზე და ვაშინგტონი პოზიციის შეცვლაში დაადანაშაულა.

დღის ამბები