18 ივნისი 2026,   15:32
ვრცლად
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ამ პარტნიორობით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს და ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს საკუთარ პოზიციებს - ITB China-ს წარმომადგენელი

ITB China-ს ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აზიის რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ITB China-ს წარმომადგენლის თქმით, საქართველო ამ პარტნიორობით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს და ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს საკუთარ პოზიციებს:

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო 2026 წელს ITB China-ში მონაწილეობს, როგორც პარტნიორი ქვეყანა. ამ სტატუსის მნიშვნელობა მართლაც განსაკუთრებულია, რადგან ჩინეთის ტურისტული ბაზარი ბაზარი სწრაფად იზრდება და ITB China-ს გავლენა ტურისტულ ინდუსტრიაში უზარმაზარია. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ამ პარტნიორობით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს და ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს საკუთარ პოზიციებს," - განაცხადა კრისტოფერ მარზანმა.

დღის ამბები