28 ნოემბერი 2026,   04:47
ვრცლად
მტკიცებულება არ გაქვს, მაგრამ საჯაროდ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებ ტერორისტებს ამზადებო - ეს ის ხალხია, ვისაც ეზიზღება საკუთარი ქვეყანა - გურამ მაჭარაშვილი კანდელაკის ნარატივებზე დაფუძნებულ სტატიაზე

მორიგი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - ამჯერად The Washington Free Beacon წერს, რომ თბილისი თეირანს უახლოვდება.
სტატია კვლავ გიორგი კანდელაკისა და ჯო უილსონის ნარატივებს ეფუძნება. სხვა ფაქტები და არგუმენტები პუბლიკაციაში მოყვანილი არ არის.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ოპოზიციის ლობისტების მიერ კვლევითი ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაცია, კვლავ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგაც მიმართული.

აღნიშნულ თემაზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სტატიის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიქვას თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ:

"მტკიცებულება არა გაქვს, მაგრამ საჯაროდ გამოდიხარ და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებ ტერორისტებს ამზადებო. ვფიქრობ, ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რაც შეიძლება დროზე უნდა დასრულდეს "ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები. ხან ირანს ეხვეწებოდნენ, რომ ამერიკის სასარგებლოდ მუშაობს საქართველო და აქ დაბომბეო, ხან ამერიკის ეხვეწებოდნენ, ირანის სასარგებლოდ მუშაობს საქართველო და აქ დაბომბეო. ეს არის ის ხალხი, ვისაც ეზიზღება საკუთარი ქვეყანა. მტკიცებულება არც მაშინ აღმოაჩნდათ და მერე გადათქვეს ვითომ, ჩვენ ასე არ გვითქვამსო და არც ახლა არის რამე მტკიცებულება. ვფიქრობ, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები