28 ნოემბერი 2026,   03:29
ვრცლად
26 მაისისადმი მიძღვნილ მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებებს ფოთიც უერთდება

26 მაისისადმი მიძღვნილ მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებებს ფოთიც უერთდება. ქალაქის ცენტრში მისულ სტუმრებს დილის 11:00 საათიდან დახვდებათ საზღვაო და შემეცნებითი სივრცეები.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ესტუმრონ სპეციალურ ფოტოზონას, გამოცადონ ძალები გემის სიმულატორში - უსაფრთხო ნავიგაციაში და დაათვალიერონ აფრიანი ნავები, შუქურები თუ საქართველოს საზღვაო რუკები.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამხედრო ტექნიკაც, რის პარალელურადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო პროგრამას, გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები