სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საბოლოო მიზანია, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი", - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
რუბიომ დასძინა, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში, აშშ-ის ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა შესაძლო ჩარჩოზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო წყალსატევებზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას და ირანის ბირთვული ამბიციების შესახებ შეშფოთების მოგვარებას.
"ჩვენ გვჯერა, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ კონცეფციის შემუშავებაში, რომელიც, თუ იმუშავებს, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. თუმცა, ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს ირანის თანხმობას და შემდეგ ამ შეთანხმების შესრულებას", - თქვა რუბიომ.