კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების ძალადობრივ დარბევაზე, "ქართულ ოცნებაში" შეფასებები გრძელდება. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო მიდგომა ყველა ქვეყნისთვის თანაბარი უნდა იყოს, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში ევრობიუროკრატები დუმილს ამჯობინებენ.
"დუმილიც სწორედ ამას მიანიშნებს, მათ არ სურთ იმის აღიარება, რომ წესები ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და ის, რასაც ხშირად საუბრობენ ხოლმე საქართველოზე, უარესი ფაქტები შეიძლება მათთან მოხდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, რეაგირებაც კი არ უნდათ," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.