გოლის აღმნიშვნელი ჟესტი, კადრი რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა - ახლა წალენჯიხაში, კვარაცხელიას ქუჩის 7 ნომერში მდებარე ძველი კორპუსის კედელს ამშვენებს.
გერმანელმა არტისტმა ხვიჩა კვარაცხელია მშობლიურ ქალაქში ურბანული ხელოვნების ნაწილად აქცია.
ქეის მაქლაინიმა ფოტო საგანგებოდ შეარჩია, რათა იმ ფეხბურთელის ისტორია მოეყოლა, რომელმაც გზა ადგილობრივი მოედნიდან მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალებამდე გაიარა.
სიმბოლურია ადგილმდებარეობაც, კვარაცხელიას მურალი იმ სტადიონს გადაჰყურებს, სადაც ყოველდღე წალენჯიხელი ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ.
ნამუშევარი მურალ ფესტის ფარგლებში შეიქმნა. წლების განმავლობაში ფესტივალმა დაამტკიცა, რომ ქუჩის ხელოვნება მხოლოდ დეკორაცია არ არის. ეს არის დიალოგი ქალაქთან, მის წარსულთან და აწმყოსთან.
"ქუჩა ჩვენი გალერეაა" - ამ სლოგანით 2019 წელს დაწყებული პროექტი დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.
როდესაც პირველი სტრიტ - არტ ფესტივალი "თბილისი მურალ ფესტი" გაიმართა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ქუჩის ხელოვნება საბჭოთა პერიოდის ნაცრისფერ კორპუსებს გააფერადებდა.
ფესტივალმა, რომელმაც წლების განმავლობაში ქართველი და უცხოელი არტისტები გააერთიანა და საკუთარი კვალი ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში დატოვა საქართველო მერვედ, წალენჯიხა კი პირველად მასპინძლობს.
გოლის აღმნიშვნელი ჟესტი, კადრი რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა - ახლა წალენჯიხაში, კვარაცხელიას ქუჩის 7 ნომერში მდებარე ძველი კორპუსის კედელს ამშვენებს.
გერმანელმა არტისტმა ხვიჩა კვარაცხელია მშობლიურ ქალაქში ურბანული ხელოვნების ნაწილად აქცია.
ქეის მაქლაინიმა ფოტო საგანგებოდ შეარჩია, რათა იმ ფეხბურთელის ისტორია მოეყოლა, რომელმაც გზა ადგილობრივი მოედნიდან მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალებამდე გაიარა.
სიმბოლურია ადგილმდებარეობაც, კვარაცხელიას მურალი იმ სტადიონს გადაჰყურებს, სადაც ყოველდღე წალენჯიხელი ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ.
ნამუშევარი მურალ ფესტის ფარგლებში შეიქმნა. წლების განმავლობაში ფესტივალმა დაამტკიცა, რომ ქუჩის ხელოვნება მხოლოდ დეკორაცია არ არის. ეს არის დიალოგი ქალაქთან, მის წარსულთან და აწმყოსთან.
„ქუჩა ჩვენი გალერეაა“ - ამ სლოგანით 2019 წელს დაწყებული პროექტი დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 100 - ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.
როდესაც პირველი სტრიტ არტ ფესტივალი "თბილისი მურალ ფესტი" გაიმართა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ქუჩის ხელოვნება საბჭოთა პერიოდის ნაცრისფერ კორპუსებს გააფერადებდა.
ფესტივალმა, რომელმაც წლების განმავლობაში ქართველი და უცხოელი არტისტები გააერთიანა და საკუთარი კვალი ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში დატოვა საქართველო მერვედ, წალენჯიხა კი პირველად მასპინძლობს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.