05 აგვისტო 2026,   02:02
ვრცლად
"წლის მუზეუმელის ჯილდო" - რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

"წლის მუზეუმელის ჯილდო" - რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თინათინ რუხაძემ სამუზეუმო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო 20 მუზეუმელს გადასცა.

მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეობა თბილისის გარდა, სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებმაც მიიღეს.

მიმდინარე წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეული საქართველოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნა.მათ შორის იყო დღევანდელი დღეც. "წლის მუზეუმელის" დაჯილდოებას
ბევრი სტუმარი ჰყავდა.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წელს დაარსდა და ყოველწლიურად, 18 მაისს აღინიშნება.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე. 

დღის ამბები