თურქეთში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე, რომელსაც 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, საქართველო ცხრა ცხენოსნით არის წარმოდგენილი.
ქართველმა ცხენოსნებმა მაყურებლის წინაშე შეასრულეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორებიცაა ცხენბურთი და ყაბახი.