იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15, საქართველოს ცხოველთა ფედერაციის შუამდგომლობითა და უსაფრთხოების წესების დაცვით, თერჯოლაში შესაბამისი პირობების მქონე მიმკედლებელს გადაეცა.
ცხოველები ახალ სივრცეში ექვსთვიან სავალდებულო იზოლაციასა და ზედამხედველობას გაივლიან, თავშესაფარში დარჩენილი 27_ი ძაღლიდან კი ნაწილის მიკედლების საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტო ამჟამად განიხილავს.