03 აგვისტო 2026,   04:25
ვრცლად
"დიუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფია მკურნალობას არაფრით არ ექვემდებარება, მედიკამენტი გახლავთ საცდელი წამალი, არა სამკურნალოდ, არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმის საკვლევად, იწვევს თუ არა სიმპტომების შემსუბუქებას" -  გერმანიაში მოღვაწე ექიმი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მედიკოსი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მართვასა და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებულ მიდგომებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ექიმების ნაწილი ფინანსური ინტერესების გამო, პაციენტებს არასწორ ინფორმაციას აწვდის და მიზანმიმართულად აგზავნის უცხოეთში, მაშინ როცა ანალოგიური მომსახურების მიღება ადგილზეც შესაძლებელია.

რაც შეხება დიუშენის სინდრომს, ფრანგიშვილი წერს, რომ ეს გენეტიკური დაავადება სრულ განკურნებას არ ექვემდებარება. ახალი მედიკამენტი კი რომელიც აშშ-ში საცდელად არის დაშვებული, ევროპის წამლების სააგენტომ კი დაიწუნა, არა სამკურნალო, არამედ სიმპტომების შესამსუბუქებელი საცდელი თერაპიაა. ფრანგიშვილი ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე პაციენტებისთვის ერთადერთი მეცნიერულად დასაბუთებული გზა ფიზიოთერაპია, ვარჯიში და სათანადო მოვლაა. ის მოუწოდებს ქართველ კოლეგებს, ნაცვლად წამლის "სასწაულმოქმედად" გამოცხადებისა, აქტიურად ითანამშრომლონ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რათა შესაბამისი პროფილის ბავშვები საერთაშორისო უფასო საკვლევ პროგრამებში ჩაერთონ.

"დიუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არაფრით არ ექვემდებარება.

მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა EMA-მ, ანუ ევროპულმა წამლების სააგენტომ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი არა სამკურნალოდ, არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმის საკვლევად, იწვევს თუ არა სიმპტომების შემსუბუქებას.

ეს გახლავთ აი იმ დეფექტური გენის რაღაც ნაწილი, რომლებიც მიეცემათ პაციენტებს.

გენური რეპარაციის და რეკონსტრუქციის თერაპია ცოცხალ კომპლექსურ ორგანიზმებში ჯერჯერობით არ არსებობს, ასე რომ ეს თერაპია სამკურნალო არ გახლავთ. არაა სამკურნალო, საცდელი თერაპიაა, ევროპაში მხოლოდ კვლევების ფორმატით არის დაშვებული. ამის ახსნა არის ექიმის მოვალეობა და ახლა უმთავრესია, ის ადამიანები, რომლებიც დიუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფიით არიან დაავადებულნი, იღებდნენ ყველაზე ეფექტურ და აბსოლუტური სამტკიცებით გამყარებულ თერაპიას, რომელიც ადამიანებს პრობლემებსაც უმსუბუქებს და ცხოვრების ხარისხსაც უუმჯობესებს. ესაა ფიზიოთერაპია, აქვა თერაპია, ინტენსიური მანუალური თუ აპარატული ვარჯიში და ზრუნვა ადამიანზე. ესაა დამტკიცებულად ერთადერთი გზა, რომელიც მოქმედებს დაა ფუნქციონირებს.

გენეტიკური დაავადების განკურნება - დღესდღეობით მხოლოდ სამი დაავადებისაა შესაძლებელი და თუკი ბავშვობის ადრეულ ასაკში მიეცემა. ამიტომაც აი ამ შემთხვევაშიც მივმართავ საქართველოს შესაბამის ექიმებს რომ დაეკონტაქტონ ფარმაკოფირმას, მოახდინონ შესაბამის პაციენტთა ევალუაცია და დამერწმუნეთ, აი ეს რამდენიმე ბავშვი, რომელიც შეესაბამება წამლის პროფილს, მოხვდება საკვლევ პროგრამაში, უფასოდ. ევროპაში ამ წამლის არა საცდელად, არამედ წამლად დასაშვებად ფარმაფირმებს ესაჭიროებათ პაციენტები,"- აღნიშნავს გერმანიაში მოღვაწე ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

დღის ამბები