ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა
ჩრდილოეთ ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა, 9 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება პარასკევს, ადგილობრივი დროით 19:29 საათზე მოხდა შანქსის ქვანახშირის მაღაროში, სადაც, როგორც ამბობენ, ინციდენტის დროს 247 მუშა იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინციდენტის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მთავრობას მოუწოდა, გამოიძიოს ავარიის მიზეზი.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვანახშირის მაღაროს მმართველი თანამდებობის პირები დააკავეს. გაზის აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.