აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ტულსი გაბარდის მიერ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შესანიშნავი სამუშაოს შესრულების შემდეგ, ტულსი გაბარდი ადმინისტრაციას 30 ივნისს დატოვებს.
"სამწუხაროდ, შესანიშნავი სამუშაოს შესრულების შემდეგ, ტულსი გაბარდი ადმინისტრაციას 30 ივნისს დატოვებს. მის შესანიშნავ მეუღლეს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინდა და მას, სამართლიანად, სურს მასთან ყოფნა, ისინი ამჟამად ერთად რთულ ბრძოლაში არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მალე უკეთ იქნება. ტულსიმ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია და ის მოგვენატრება. მისი უაღრესად პატივცემული ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოადგილე, აარონ ლუკასი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად იმუშავებს,"- წერს ტრამპი.
მანამდე, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის შესახებაც ტრამპს ოფიციალური განცხადებით აცნობა.
გადაწყვეტილების მიზეზად მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
გაბარდი წერილში, რომელსაც საზოგადოებას უზიარებს აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს, ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას მომავალ კვირებსა და თვეებში უდიდესი გამოწვევების გადალახვა მოუწევს.