აშშ-ის სახელმწიფო მდივი, მარკო რუბიო ამბობს, რომ იგი თავად არ ადგენს ევროპაში აშშ-ის ჯარების შემცირების ვადებს, თუმცა "ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ამ ადმინისტრაციის მუშაობის პირველივე დღიდან დაიწყო".
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "აქედან გასაკვირი არაფერია", თუმცა დასძენს, რომ "ესმის, რატომ იწვევს ეს გარკვეულ ნერვიულობას".
"მაგრამ ვფიქრობ, ფართოდ არის აღიარებული, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ევროპაში საბოლოოდ იმაზე ნაკლები ამერიკელი ჯარისკაცი იქნება, ვიდრე ისტორიულად ყოფილა," - ამბობს ის