საქართველო-გერმანიის მრავალწლიანი ურთიერთობის დანგრევაში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე პეტერ ფიშერს ადანაშაულებს. გერმანელ დიპლომატს, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერი და ხელისუფლების კრიტიკოსია, რომელსაც არასდროს დაუგმია პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღების მცდელობა, პარლამენტის შენობაზე ფოიერვერკებით შეტევა, სამართალდამცველების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება. შალვა პაპუაშვილის თქმით, პეტერ ფიშერს საქართველოში ძალადობრივი პროცესები არაერთხელ წაუხალისებია, მათ შორის მაშინაც როცა ახალგაზრდებთან შეხვედრა საპროტესტო და შეურაცხმყოფელ წარწერებიანი ბანერის ფონზე გამართა.
გერმანელი დიპლომატი დიპლომატიურ მისიას საქართველოში რამდენიმე თვეში ასრულებს, თუმცა იქამდე პეტერ ფიშერი ხელისუფლების გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. უცვლელი შინაარსის განცხადება, უცვლელმა ავტორმა ამჯერად ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა.
არასახალისო მდგომარეობიდან მარტივ გამოსავალს ელჩს პარლამენტის თავმჯდომარე სთავაზობს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოსავალი სიმართლის თქმა და ძალადობის დაგმობაა.
ძალადობის დაგმობის მოწოდებით მმართველ გუნდს გერმანელი დიპლომატისთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა ამის მიუხედავად, ელჩი სწორედ იმ ენჯეოებთან და ოპოზიციონერ ლიდერებთან მართავდა კონსპირაციულ შეხვედრებს, რომლებიც ძალადობრივი აქციების ავანგარდში იდგნენ. დღეს გერმანელი ელჩის მთავარი დამცველი და მხარდამჭერები სწორედ ოპოზიციაა.
უსამართლო კრიტიკა, უსაფუძვლო ბრალდებები, თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები არც ოპოზიციის და არც პეტერ ფიშერის მხრიდან არ უკვირს ოფიციალურ თბილისს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გერმანელი დიპლომატი მხოლოდ ვიწყო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს, არ აღიარებს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ამის ლუსტრაცია კი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდია, სადაც უკვე ორი წელია პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული.
მმართველი გუნდიდან გერმანელ დიპლომატს დიპლომატიურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.