აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს, თუმცა ვაშინგტონი მზადაა, ხელი შეუწყოს მათ, თუ სიტუაცია შეიცვლება.
რუბიოს თქმით, აშშ პირდაპირ ჩაერთო დიპლომატიურ ძალისხმევაში, რადგან მოსკოვიც და კიევიც ვაშინგტონს „ერთადერთ“ შუამავლად მიიჩნევდნენ.
"ჩვენ ჩავერიეთ, გასაგებია? რადგან გვითხრეს, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ამის გაკეთება. რუსები და უკრაინელები მხოლოდ ჩვენთან მოლაპარაკებას აპირებდნენ. ამიტომ ჩავერიეთ. სამწუხაროდ, ამან შედეგი არ გამოიღო... ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ როლის თამაში," - აღნიშნა რუბიომ.
რუბიომ ხაზგასმით განაცხადა, რომ მიუხედავად მოლაპარაკებები ჩიხში შესვლისა, ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ ღიაა შუამავლის როლის შესრულებისთვის, თუ მნიშვნელოვანი პროგრესი გამოვლინდება.
"ამჟამად, ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება, რადგან ეს ომი მხოლოდ მოლაპარაკებებით შეიძლება დასრულდეს," - თქვა მან.