02 აგვისტო 2026,   03:13
ვრცლად
ფოთის მერმა გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ფოთელ ახალგაზრდებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

"ჩვენთვის, ახალგაზრდების ჩართულობა მხოლოდ პრიორიტეტი არ არის - ეს ფოთის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - UNDP, UNICEF, ILO და FAO-ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ფოთი ყოველთვის იყო ურთიერთკავშირებისა და ახალი შესაძლებლობების ქალაქი და ჩვენ ამ გზას აქტიურად ვაგრძელებთ," - აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

დღის ამბები