18 ივნისი 2026,   11:33
ვრცლად
პარიზში საფეხბურთო კლუბ "ნიცას" 100-მდე გულშემატკივარმა მასობრივი არეულობა და ჩხუბი მოაწყო - დაკავებულია 65 პირი

პარიზში საფეხბურთო კლუბ "ნიცას" 100-მდე გულშემატკივარმა მასობრივი არეულობა და ჩხუბი მოაწყო. შავებში ჩაცმული პირები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ბარს და ქუჩაში მყოფ გამვლელებს, იყენებდნენ ხელკეტებს, ცივ იარაღს, ისროდნენ სკამებს.

ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. პოლიციამ 65 თავდამსხმელი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის კონკრეტული მოტივი არ არსებობდა. ქალაქში ჩასული გულშემატკივრები საკუთარი გუნდის მატჩამდე მიზანმიმართულად ეძებდნენ კონფლიქტის საბაბს.

დღის ამბები