მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა კლუგემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმის მეშვეობით უკვე აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას გლობალურ ჯანდაცვის საზოგადოებას.
ჰანს კლუგემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.
"ამ რეფორმაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახლა ის ეტაპობრივად ინერგება. მოვუწოდებ საქართველოს, განაგრძოს ეს გზა, რომელიც ქვეყანას მოუტანს როგორც ჯანმრთელობის უკეთეს შედეგებს, ისე ფინანსურად უფრო მდგრად ჯანდაცვის სისტემას.
მინისტრმა აღნიშნული რეფორმები ლათინური ამერიკისა და ევროპის რეგიონებს შორის გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრაზე წარადგინა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების მხრიდან, მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმის მეშვეობით უკვე აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას გლობალურ ჯანდაცვის საზოგადოებას.
მინდა, ასევე, შევაქო მინისტრი სარჯველაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისათვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის", - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორმა ჰანს კლუგემ.