18 ივნისი 2026,   13:01
ვრცლად
რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული წვრთნები ჩატარდა

რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული წვრთნები ჩატარდა. სამდღიანი მანევრების დროს სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტები გამოცადეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სწავლებებში ჩართული იყო ატომური წყალქვეშა ნავები, ავიაცია და საკონტინენტთაშორისო სარაკეტო სისტემები.

პროცესს რუსეთის პრეზიდენტი, ბელორუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად დააკვირდა.

დღის ამბები