05 აგვისტო 2026,   18:47
ვრცლად
ვხედავთ ფარისევლობას ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან, ჯილდო გადასცეს მაია სანდუს, რომელმაც რამდენიმე ტელევიზია დახურა მოლდოვაში - შალვა პაპუაშვილი

"ვხედავთ ფარისევლობას ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ზოგიერთ დედაქალაქს საქართველოსთან მიმართებით ფარისევლობასა და უსამართლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანამ პოლიტიკა მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განახორციელოს.

"ქართველებმა, ჩვენი პოლიტიკა უნდა განვახორციელოთ მშვიდად. უნდა გვახსოვდეს ჩვენი ეროვნულ ინტერესებს დედამიწის ზურგზე, არცერთი ქვეყანა არ დაიცავს, ჩვენს ინტერესებს, თუ თავად არ დავიცავით. ამის მაგალითები გვაქვს დღევანდელობაში, ეს დამოკიდებულება ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ძალიან კარგად ჩანს.

მთავარია, ჩვენი სახელმწიფო ავაშენოთ. ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, როგორიც ჩვენ გვინდა და არა ისეთი, როგორიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. საბოლოდ, ჩვენი სიმართლე საკუთარ თავს გაიტანს. ყოველთვის ასე იყო ყველაფერში ისევე, როგორც ინსტიტუციურ მშენებლობაში.

ვხედავთ ფარისევლობას ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან, რომელიც თავს ესხმის საქართველოს და ეხუტება მათ ვინც საუბრობს მედიის თავისუფლებაზე საქართველოში. რამდენიმე დღის წინ, ჯილდო გადასცეს მაია სანდუს, რომელმაც რამდენიმე ტელევიზია დახურა მოლდოვაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები