28 ნოემბერი 2026,   01:04
ვრცლად
ეს გამოგონილია, ტყუილია. 40 წელია გერმანიის მთავრობისთვის ვმუშაობ და არასდროს მინახავს "დიფ სთეითი" - პეტერ ფიშერი

"დიფ სთეითი" რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს და ყველა ხედავს - გერმანიის ელჩისთვის სიცრუეა. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ტერმინი ქართული ოცნების გამოგონილი ტყუილია. 

"ქართულმა ოცნებამ" შექმნა ნარატივი "გლობალური ომის პარტიის", "დიფ სთეითის", ლიბერალური ფაშიზმის შესახებ, რაც ჩემი აზრით, არის სიცრუე," - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა.

მისივე განცხადებით, მას "დიფ სთეითი" არასდროს უნახავს.

"ეს გამოგონილია, ტყუილია. უკვე 40 წელია გერმანიის მთავრობისთვის ვმუშაობ და არასდროს მინახავს "დიფ სთეითი". ვინ არის "დიფ სთეითი"? სახელი არ ჰქვია? იქნებ სახე მაჩვენოთ? როგორ შეიძლება ეს "დიფ სთეითი" სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობდეს, თან იყოს ასეთი გავლენიანი და ვერასდროს ვხედავდეთ," - განაცხადა ელჩმა.




დღის ამბები