12 აგვისტო 2026,   10:19
ვრცლად
ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოინახულა

ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება. მან დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოინახულა.

დელეგაციის წევრები დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა საჩვენებელი ტაქტიკური წვრთნები, სადაც წარმოდგენილი იყო დანაყოფის მოქმედების ტაქტიკა და პროფესიული შესაძლებლობები.

დღის ამბები