სტამბოლში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებას 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.
ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი მოჭიდავეები და ცხენოსნები. ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს სპორტის მინისტრი.
შალვა გოგოლაძე შეხვდა ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტსაც. მხარეებმა შესაძლო საერთო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
"ქალაქ სტამბოლში დავესწარი მსოფლიო ეთნოსპორტის ფესტივალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, სადაც მონაწილეობენ ქართველი სპორტსმენებიც. ფესტივალის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მსოფლიო ეთნოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელთანაც მქონდა საუბარი საქართველოში ეთნოსპორტის განვითარების საკითხებზე", - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ.