დღეს საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა აღარ არის, ქვეყანა ყალიბდება საიმედო პარტნიორად, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.
მისივე თქმით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი დინამიკურად ვითარდება და ზრდა პრაქტიკულად ყველა ძირითად ნავსადგურსა და ტერმინალში დაფიქსირდა:
"2026 წლის პირველი ოთხი თვის სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი აგრძელებს ძალზედ დინამიკურ განვითარებას.
ზრდა პრაქტიკულად ყველა ძირითად ნავსადგურსა და ტერმინალში დაფიქსირდა. რაც მთავარია, ზრდა განპირობებულია შედარებით მსხვილტონაჟიანი გემების შემოსვლით.
ეს შედეგები შემთხვევითი არ არის. გაზრდილი ეფექტიანობა, ოპერაციების ოპტიმიზაცია, ბიუროკრატიული პროცესების შემცირება, სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობა, ასევე ინფრასტრუქტურული და ციფრული განვითარება ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს პორტები თანამედროვე, კონკურენტუნარიან და რეგიონულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბებად გადაიქცეს.
დღეს საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა აღარ არის, ქვეყანა ყალიბდება საიმედო პარტნიორად, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს," - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.