05 აგვისტო 2026,   06:02
ვრცლად
ბრიტანეთის პოლიციის ძალადობა - გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 18 წლის მსხვერპლი პოლიციას საკუთარ უდანაშაულობას უშედეგოდ უმტკიცებდა

"ვერ ვსუნთქავ!" - ეს 18 წლის ბიჭის ბოლო სიტყვებია. დანით მიყენებული მძიმე ჭრილობების და ძლიერი სისხლდენის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელის ცრუ ბრალდება დაიჯერა და მომაკვდავ მოზარდს ხელბორკილები დაადო. ახალგაზრდა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

რატომ არ დაგმო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სასტიკი მკვლელობა და რატომ არ დადგა კონკრეტული პოლიციელების და სამართალდამცავი უწყებების პასუხისმგებლობის საკითხი დანაშაულიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ - ეს ის ორი მთავარი შეკითხვაა, რომელსაც ბრიტანეთის სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლები სვამენ.

გახმაურებულ საქმეზე შეკითხვებს სოციალური ქსელის საშუალებით სვამს ილონ მასკი. ამერიკელი მილიარდერი ინტერესდება, რატომ დუმს კირ სტარმერი და რატომ არ გაუკეთებია მოკლული მოზარდის საქმეზე არანაირი განცხადება, მაშინ როდესაც, მაგალითად, ჯორჯ ფლოიდის შემთხვევაზე დაუნინგ სტრიტის რეაქცია მყისიერი იყო. მასკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. ბიზნესმენი მკაცრად აკრიტიკებს იმ სამართალდამცავებსაც, რომლებმაც თავდამსხმელის დაკავების ნაცვლად სასიკვდილოდ დაჭრილს ხელბორკილები დაადეს.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ, პროკურატურამ გაარკვია, რომ ჰენრი ნოვაკს მიგრანტმა სარიტუალო დანით ხუთი ჭრილობა მიაყენა. გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მსხვერპლი პოლიციას საკუთარ უდანაშაულობას უშედეგოდ უმტკიცებდა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები