05 აგვისტო 2026,   07:32
ვრცლად
მიმართვა ევროსტრუქტურებს - დანიის მაგალითი საქართველოსთვის ევროპული ღირებულებების ლუსტრაცია და იმ პრინციპებისგან გადახვევაა, რომელზეც ევროპული კავშირი შეიქმნა

დანიის მაგალითი საქართველოსთვის ევროპული ღირებულებების ლუსტრაცია და იმ პრინციპებისგან გადახვევაა, რომელზეც ევროპული კავშირი შეიქმნა. კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების ძალადობრივი მეთოდებით დარბევიდან 1 კვირის შემდეგაც დუმილი არც ქვეყნის ხელისუფლებას, არც ევროპულ სახელმწიფოებს და არც ევროსტრუქტურებს დაურღვევიათ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები იწვევს შეშფოთებას. კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების ფონზე ევრობიუროკრატიის რეაქცია სახელისუფლებო პარტიისთვის კლასიკური ორმაგი სტანდარტია.

კოპენჰაგენში აქცია 13 მაისს დაარბიეს. პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველი კადრები და ფოტოები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

თუმცა, დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. განმარტებას მხოლოდ ადგილობრივი პოლიცია აკეთებს. კოპენჰაგენის პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხელკეტები მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში გამოიყენეს, რადგან დემონსტრანტები პოლიციის გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. ეს პასუხი სახელისუფლებო გუნდისთვის მხოლოდ ვითარების სიმძიმის დადასტურებაა.

ევროპულ ქვეყანაში, არაევროპული სტანდარტით-გადაჭარბებული საპოლიციო ძალით აქციის დაშლას ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის, თუმცა ამბობენ, რომ დანია დემოკრატიული ქვეყანაა და ძალის გადამეტებაზე ხელისუფლებას რეაქცია ექნება.

დანიის ხელისუფლების და ევროპის სხვა სახელმწიფოების სიჩუმე საპარლამენტო პოლიტიკური ძალებისთვის აღიარებაა, რომ ევროპა ადამიანის უფლებების დარღვევაზე შერჩევითად რეაგირებს და სწორედ ამიტომ ეპარებათ ეჭვი მათ გულწრფელობაში

დანიაში ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობისკენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპელ ლიდერებს ღია წერილით სამშაბათს მიმართა. ირაკლი კობახიძემ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდა. სამი დღე გავიდა, თუმცა კოპენჰაგენში აქციის დარბევის მსგავსად ღია წერილზე ადრესატები დუმილს ინარჩუნებენ.

დღის ამბები