04 აგვისტო 2026,   22:09
ვრცლად
"საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ტერიტორიებისა და სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს" - გერმანელი დიპლომატის განცხადების გამო, ოფიციალურმა ბერლინმა, თბილისიდან პასუხი კიდევ ერთხელ მიიღო

საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ტერიტორიებისა და სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს - გერმანელი დიპლომატის განცხადების გამო, ოფიციალურმა ბერლინმა თბილისიდან ეს მწვავე პასუხი დღეს კიდევ ერთხელ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის კატეგორიული ტონი ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებას მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია. ვენის კონვენციის დარღვევაში არაერთხელ დადანაშაულებული დიპლომატისა და მისი მთავრობისთვის, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას სათქმელი მხოლოდ ერთი აქვს - საქართველო არასდროს დაადგება უკრაინისა და მოლდოვის გზას.

საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმებით გამორჩეულ გერმანიის ელჩს თითქმის ორი წელია რეაგირება არ ჰქონია მისი ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის პირველი დიპლომატის შესახებ განთავსებულ არასწორ ინფორმაციაზე. სამაგიეროდ, აქტიურად რეაგირებს და საუბრობს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. გერმანიის ელჩმა ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ფედერალური მთავრობა იმედგაცრუებულია, რადგან საქართველო ევროკავშირის გზაზე უკრაინასა და მოლდოვას ჩამოსცილდა.

ამ შინაარსის განცხადებებს გერმანელი დიპლომატი, სავარაუდოდ, იმ კონსპირაციულ შეხვედრებზეც აკეთებს, რომლებსაც ფიშერი ხშირად ხან ენჯეოებთან, ხან აქტივისტებთან, ხანაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მართავს. სწორედ ამ უკანასკნელმა დაიცვა და სრულად გაიზიარა დღეს გერმანელი დიპლომატის პოზიციები.

მოთხოვნა ბევრი ახსოვთ სახელისუფლებო გუნდში და თან ანტისახელმწიფოებრივი - მათ შორის, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, უარი სუვერენიტეტზე, უარი კანონმდებლობაზე, რომლითაც საქართველო ეროვნულ ფასეულობებს იცავს. ჩამონათვალი ვრცელია, მმართველი ძალა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსი არ გადაიხედება.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ გერმანიის ელჩისა თუ ევრობიუროკრატების განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით ევროპულ ღირებულებებთან თავსებადი არ არის. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ "იმედის" ეთერში ისაუბრა.

ევროკავშირი მოსახლეობის ობიექტურ ინტერესებზე რომ არ ზრუნავს, ამაზე უკვე თავად წევრი სახელმწიფოებიც საუბრობენ. მათ შორის - უნგრეთში, იტალიაში, სლოვაკეთში, ნიდერლანდებსა და ჩეხეთში.

დღის ამბები