18 ივნისი 2026,   14:21
ვრცლად
ირანი თავის სამხედრო-სამრეწველო ბაზას მოსალოდნელზე სწრაფად აღადგენს - Reuters

ირანმა აპრილის დასაწყისში დაწყებული ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, დრონების ნაწილის წარმოება უკვე განაახლა - ინფორმაციას Reuters-ი CNN-ზე დაყრდნობით წერს.

მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანის სამხედრო ძალები გაცილებით სწრაფად იკრებენ ძალებს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

ცნობისთვის, ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის თეირანზე შემდგომი თავდასხმებისთვის, თუ ირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს შეუძლია რამდენიმე დღე დაელოდოს "სწორი პასუხების მიღებას".

დღის ამბები