ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივას, რომლის მიზანიც სიძულვილის ენის გამოვლენა და მასზე შესაბამის რეაგირების მოხდენა იქნება, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას საჯარო მოხელის უფლებები, თუმცა ამ ცვლილების მთავარი ფუნქცია, განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა იქნება.
"რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი ტიპის სიძულვილის ენისა და ძალადობის გამოხატვა. არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რათა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება, მასზე რეაგირებს ევროპული სასამართლო, ამაში ახალი არაფერი არ არის.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულებაც არის რომ დაიცვას საჯარო მოხელეები თავდასხმისგან. სამწუხაროდ, მთავარი ფუნქცია, იქნება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, განსხვავებული აზრის ჩახშობა", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.