02 აგვისტო 2026,   02:53
ვრცლად
საქართველოსა და ყაზახეთის შს მინისტრებმა დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ერჟან სადენოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

მათი ხელმძღვანელობით დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის.
მანამდე ყაზახ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი დახვდა.

დღის ამბები