ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის მეფუტკრეობის საცდელ ბაზაზე ფუტკრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მიერ წარმოდგენილი თაფლის, ხელნაკეთი ნივთებისა და სხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია.
ფესტივალი სოფლის განვითარების სააგენტოს, ჩხოროწყუს მერიისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.
ფუტკრის დღეს მსოფლიო ტრადიციულად 20 მაისს აღნიშნავს.