კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოპულარული მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო, დოკუმენტური ფილმების ციკლის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით - "ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი".
პროექტი აუდიტორიას დაწვრილებით მოუთხრობს ქართული ფულის 26 საუკუნოვანი ისტორიის შესახებ.
ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი, "ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"30 მოკლე ფილმი იქნა გადაღებული, რომელიც ეძღვნება ლარის და ზოგადად ქართული ფულის ისტორიას. ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ქრონოლოგიურად იყოს აღწერილი ქართული ფულის განვითარება, მისი თავგადასავლები, ბევრი საინტერესო ისტორია ქართულ ფულთან დაკავშირებული. ჩვენ როგორც ეროვნული ბანკი მხარს ვუჭერთ ლართან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.