18 ივნისი 2026,   20:44
ვრცლად
ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს დიპლომატებმა და ევროპარლამენტარებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს შტატებთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში არსებულ ორ დოკუმენტზე, რომელთა მიხედვითაც ევროპაში ამერიკიდან იმპორტირებულ სამრეწველო საქონლის უმეტესობაზე ტარიფები უქმდება. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას 2025 წლის ივლისში მიაღწიეს. შეთანხმება ევროკავშირიდან ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს.

დღის ამბები