03 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
პანკისის ხეობაში დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა

პანკისის ხეობაში დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

მამაკაცები სუს-მა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა. გამოძიება მათ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებასა და დახმარებას ედავება.

გამოვლენილია კონსპირაციული შეხვედრები, ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"ვესაუბრე ბრალდებულს და ის დღეის მდგომარეობით, იყენებს დუმილის უფლებას. საქმის მასალები დღეს გადმოგვეცა და გავეცნობი. ჯერჯერობით არ ვიცნობ სრულყოფილად. პროკურატურა ითხოვს პატიმრობას, და ჩვენი თხოვნა და შუამდგომლობა იქნება სასამართლოს წინაშე, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იყოს გამოყენებული ბრალდებულის მიმართ," - აცხადებს ადვოკატი, ზვიად ტაბატაძე.

 

 

დღის ამბები