28 ნოემბერი 2026,   03:28
ვრცლად
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავი აღნიშნეს

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავი აღნიშნეს. საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებს სიტყვით ისრაელის ელჩმა მიმართა და ქვეყნის ტექნოლოგიურ თუ სამეცნიერო მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ 26-საუკუნოვან მტკიცე მეგობრობასა და პარტნიორობას.

დღის ამბები