18 ივნისი 2026,   15:36
ვრცლად
მარკო რუბიო 22 მაისს შვედეთს ეწვევა, 23-26 მაისს კი ინდოეთში გაემგზავრება

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 22 მაისს შვედეთს ეწვევა, რათა დაესწროს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. შვედეთიდან კი, სახელმწიფო მდივანი რუბიო 23-26 მაისს, ინდოეთში გაემგზავრება. 

"შეხვედრაზე იგი ალიანსში თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდისა და ტვირთის უფრო სამართლიანად გადანაწილების აუცილებლობაზე იმსჯელებს. გარდა ამისა, იგი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან​.

შვედეთიდან სახელმწიფო მდივანი რუბიო 23-26 მაისს ინდოეთში გაემგზავრება, სადაც დელის, კალკუტას, აგრასა და ჯაიპურს ეწვევა. ინდოეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისას მდივანი ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ვაჭრობასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღის ამბები