კატალონიის პოლიციამ, ბიზნესმენი ჯონათან ანდიკი დააკავა, რომელიც შესაძლოა მამის, ტანსაცმლის ქსელ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის მკვლელობაში ბრალდებულად დასახელდეს, - ინფორმაციას გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
ისაკ ანდიჩი 2024 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, ის მონსერატის მთაზე, სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა.
მედიის ცნობით, ჯონათან ანდიკი სასამართლოში დასაკითხად ბარსელონაში გადაიყვანეს. ანდიკების ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯონათანმა 2024 წლის 14 დეკემბრის ინციდენტის (ისაკ ანდიკის გარდაცვალების თარიღი) გამოძიების ფარგლებში ჩვენება მისცა.
როგორც გამოცემა El Pais-ი წერს, კატალონიის პოლიცია ჯონათან ანდიკს ეჭვმიტანილად, სულ მცირე, 2025 წლის ოქტომბრიდან მიიჩნევს. თავდაპირველად, გამომძიებლებმა ისაკ ანდიკის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად ჩათვალეს. თუმცა, შემდეგ პოლიციამ ჯონათანის ჩვენებაში შეუსაბამობები აღმოაჩინა.
გაირკვა, რომ ის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე მონსერატის მთასთან იმყოფებოდა. ჯონათანის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ის უბრალოდ მოგზაურობისთვის ემზადებოდა.
ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯონათან ანდიკი ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.