04 აგვისტო 2026,   14:29
ვრცლად
"იმედი გვაქვს, ეს შეხვედრები ტურიზმსა და საქართველოს მგზავრთნაკადზე პოზიტიურად აისახება" - აეროპორტების გაერთიანებამ და TAV Georgia-მ იტალიაში მიმდინარე საავიაციო ფორუმზე შეხვედრები გამართეს

იტალიაში მიმდინარე საავიაციო ფორუმზე Routes Europe, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და TAV Georgia-მ შეხვედრები გამართეს.

ყურადღება ახალი მიმართულებების დამატებასა და რეისების გაზრდაზე გამახვილდა. 

"იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საქართველოს ტურიზმზე, ასევე საქართველოს მგზავრთნაკადზე, პოტენციურად, პოზიტიურად აისახება. იმედს ვიტოვებთ, რომ განვაგრძობთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას საქართველოს ავიაბაზარზე და არსებული მიმართულების გაზრდას", - აცხადებს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

ფორუმში 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

დღის ამბები