07 აგვისტო 2026,   13:32
ვრცლად
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის აქციაზე: ვერ მოვისმინე, რაზეა აქცია - პარტიული შეკრებაა

პარტია "გირჩის" ლიდერი "ტვ პირველის" ეთერში ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის მიერ დაანონსებულ 26 მაისის აქციას ეხმაურება.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, შეკრება პარტიულია და გაუგებარია გეგმა, სტრატეგია და მისია, თუ რას ემსახურება სხვა პოლიტიკური ძალების მიერ დაგეგმილი პროტესტი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მსგავსი ფორმატით ორგანიზებული აქციები აქამდე მასშტაბური არასდროს ყოფილა.

"ვერ მოვისმინე, რაზეა აქცია, თქვენ იცით, რაზეა აქცია? სადმე თქვა, რა არის მიზანი ამ აქციის.
ეს მაშინ, პარტიული შეკრებაა, ასე შეიძლება ვიწრო პარტიული მიტინგი მოაწყო, იმიტომ, რომ სხვა პარტიის მხარდამჭერი თუ გინდა რომ მოიყვანო შენს მიტინგზე, იმას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდო.
მაგალითად, 100 ათასი კაცი რომ გამოვიდეს, მე არ მგონია, რომ 10 ათასიც გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? მართლა რომ გადაივსოს ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე, რას აკეთებენ? იტყვიან რომ ყოჩაღ, მადლობა, დავანახეთ რომ ბევრნი ვართ და დავიშალეთო? არც ერთ აქციაზე არ იყო 100 ათასი, სამწუხაროდ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული აქცია, ხელისუფლების ოპონენტებს შორის მორიგი ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა.

წინ 26 მაისია, დღე, რომელიც ყველას აერთიანებს, თუმცა ოპოზიცია ეროვნული დღესასწაულის ერთობასაც გაემიჯნა და ამჯერადაც კონკრეტიკის გარეშე, ალტერნატიული დღის წესრიგი დააანონსა.

დღის ამბები