28 ნოემბერი 2026,   01:06
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის და ზიზღის ენა ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტებისთვის გამოყენებისთვის ხელის შეშლა

სიძულვილის და ზიზღის ენა ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტებისთვის გამოყენებისთვის ხელის შეშლა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში გამართული ვიზიტის დროს, მედიასთან განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სიძულვილის ენის გავრცელება, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, მხოლოდ ეთიკური ან ემოციური პრობლემა არ არის და ის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დაპირისპირების, შუღლისა და ზიზღის წახალისება გამოიყენება საზოგადოების გასაყოფად და ქვეყანაში არასტაბილურობის შესაქმნელად. მისი განცხადებით, მსგავსი მეთოდები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პრაქტიკებს უკავშირდება და მიზნად შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ისახავს. 

„ერთი რამ უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, განსაკუთრებით ჩვენ ამას ვხედავთ სოციალურ მედიაში, ვინაიდან აქვს ფართო წვდომა ადამიანების გონებებამდე, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილის და ზიზღის ენის გამოყენება ხდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან სიძულვილის და ზიზღის ენის წაქეზება და დათესვა, ვატყობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში. სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად, შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას იმისთვის, რომ შემდეგ გადაჰკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და არეულ ქვეყანაში შემდეგ თავის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ.

სიძულვილის და ზიზღის ენა ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის და ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტებისთვის გამოყენებისთვის ხელის შეშლა“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები