28 ნოემბერი 2026,   20:47
ვრცლად
მოვიწვიეთ დელეგაციები საქართველოში და მოვიწვიეთ თავად თავმჯდომარე, მისი პირველი რეაქცია მაიმედებს, რომ ამ ვიზიტის განხორციელება მალე იქნება შესაძლებელი - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჩინელი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ვიზიტი მალე განხორციელდება.

"იმედი მაქვს, მალე შევძლებთ, რომ ეს ვიზიტი განხორციელდეს. გარდა ოფიციალური საუბრისა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტარებს შორის პიროვნული ურთიერთობები და გაცვლა. მოვიწვიეთ დელეგაციები საქართველოში და რაც მთავარია, მოვიწვიეთ თავად თავმჯდომარე. მისი პირველი რეაქცია მაიმედებს, რომ ამ ვიზიტის განხორციელება მალე იქნება შესაძლებელი. მას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ, საქართველოს კულტურის მიმართ. ჩვენ ორი უძველესი ცივილიზაცია ვართ და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთ ინტერესი ბუნებრივიც არის,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, პეკინში, ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ეს, ბოლო 20 წელიწადში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.

დღის ამბები